ბაქოში ქართული კულტურის ფესტივალი გაიხსნება

ბაქოში, დღეს, კულტურის პალატის ორგანიზებით, ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლეში ქართული საბავშვო ანსამბლების მონაწილეობით საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.

კულტურის პალატის ინფორმაციით, 300-მდე ქართველი მონაწილე, აზერბაიჯანელ თანატოლებთან ერთად მაყურებლის წინაში ქართულ კულტურასა და ხელოვნებას წარადგენს.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: ,,თამარიონი”, ,,ლომსიანთა”, “ცისკრის ვარსკვლავი”, ,,იბერიონი”, ,,ივერიანი”, ვაჟთა ხალხური საგუნდო ანსამბლი “მოძახილი”, გოგონათა საესტრადო და ვოკალურთა გუნდი “ლომსიანთა”.

ფესტივალი აზერბაიჯანში კულტურის პალატის წარმომადგენლის, სახალხო არტისტის თარანა მურადოვას ორგანიზებითა და ანსამბლ ,,სუხიშვილების” ყოფილი მოცეკვავის ეკა მამასახლისის კოორდინირებით იმართება.

ფესტივალი ყოველწლიური იქნება და მას სხვადასხვა ქვეყნები უმასპინძლებენ.

პროექტის ფარგლებში, ქართველ მონაწილეებს “ჰეიდარ ალიევის ფონდი” უამსპინძლებს, რომლის პრეზიდენტი აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევაა, ასევე ანსამბლის წევრებს აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან.

“ჰეიდარ ალიევის სახელობის ისტორიულ სასახლეში საღამოების გამართვის შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა, მათ შორის მსოფლიოში აღიარებულ და არაერთგზის სხვადასხვა ჯილდოების მფლობელ ანსამბლებს, შემოქმედებსა თუ კულტურის წარმომადგენლებს. საქართველოს კულტურის პალატა მადლობას უხდის აზერბაიჯანულ მხარეს თანადგომისათვის”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელის ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ, ვარაუდი არსებობს
შემდეგი სტატიაყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს