თინა ხიდაშელი შიშობს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, „მხედრიონი“ დაბრუნდეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 2, 2017 11:53

თინა ხიდაშელი შიშობს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, „მხედრიონი“ დაბრუნდეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანა შინაგან ჯარს ან „მხედრიონს“ მიიღებს.

„თუ ეს პროექტი იქნება მიღებული, რომლის შესახებაც არ ვიცით არაფერი, ვინ არის მეთაური, რა სტატუსით სარგებლობს ის, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ჩვენ ორი რამ შეიძლება გაგვახსენდეს ჩვენი ისტორიიდან, შინაგანი ჯარი ან მხედრიონი, იმიტომ რომ ასეთი გამოცდილება ჰქონდა ჩვენს ქვეყანას და ეს დაუშვებელია, ნატო-სკენ მიმავალი ქვეყნის კონსტიტუციაში გაჩნდეს შეიარაღებული ძალების ცნება, რომელიც არ არის ჯარის ნაწილი და არის არაანგარიშვალდებული და უსტატუსო”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

ხიდაშელი აკრიტიკებს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს, სადაც გამოყენებულია ტერმინი „სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალები”. უცნობია, რას გულისხმობს ეს ტერმინი და რამდენი შეიარაღებული ძალები შეიძლება ჰყავდეს სახელმწიფოს.

ამ თემაზე კომენტარი ხიდაშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გააკეთა, სადაც უშიშროების საბჭოს აპარატი სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში მრგვალ მაგიდას მართავს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 2, 2017 11:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics