ზალკალიანი – გაერო-ს რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა

2008 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მზარდი დინამიკა, თუკი 2008 წელს ამ რეზოლუციას მხარს უჭერდა მხოლოდ 14 ქვეყანა, წელს მას 80-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ესაა კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა არის უაღრესად სერიოზული – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი გაერო-ს მიერ მიღებულ მორიგ რეზოლუციას.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს მიერ ინიცირებული დეკლარაცია, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე მიიღო, საქართველოს საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ტოვებს, რაც დევნილი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. მისივე თქმით დოკუმენტი ხაზს უსვამს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებას, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას და ამით ასობით ათას დევნილსა და ლტოლვილს გამოუცხადა თანადგომა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშინანუაშვილის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი შიშობს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, „მხედრიონი“ დაბრუნდეს