მალე – ტექნიკური უნივერსიტეტის ტელევიზია – „სტუსტარი“

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელევიზია იხსნება. ეს ის სიახლეა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გზას დიდი ჟურნალისტიკისაკენ გაუკვლევს. მალე „სტუსტარი“ თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის.
2017 წლის 5 ივნისს, 11:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიხსნება მედია-ტექნოლოგიების ლაბორატორია. ლაბორატორიის ფარგლებში სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს სასწავლო პროცესის პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებასთან ერთად ეძლევათ საშუალება, შექმნან მედია-ბაზრისთვის (და არა მარტო) მოთხოვნადი პროდუქტები.
მედიატექნოლოგიების ლაბორატორიის საზეიმო გახსნას სტუ-ს რექტორთან არჩილ ფრანგიშვილთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად დაესწრებიან:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა;
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში;
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე;
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი;
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე;
საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი ია ანთაძე;
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები;
მისამართი: თბილისი, კოსტავას 77 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 სასწავლო კორპუსი, მე-2 სართული.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი შიშობს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, „მხედრიონი“ დაბრუნდეს
შემდეგი სტატიაარამწეველი და მწეველი ბრალდებულები/მსჯავრდებულები სხვადასხვა საკნებში მოთავსდებიან