თინა ხიდაშელი : “როცა ნერვები გღალატობს უნდა წახვიდე სახლში”

ერთი მილიონი ხის დარგვით მოსული მერი ხეების გაჩეხვით არ უნდა ამახსოვრებდეს ხალხს თავს – აღნიშნულ განცხადებას თინა ხიდაშელი დავით ნარმანიაზე საუბრისას აკეთებს და დედაქალაქის მერს, გუშინ მერიაში მომხდარი ინციდეტის გამო აკრიტიკებს, როდესაც დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს ”მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა.

ზესტაფონში ”რესპუბლიკური პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ნარმანიამ არა მხოლოდ ბოდიში უნდა მოიხადოს, არამედ მისი თქმით, ”პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთ დროს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობით უნდა იქცეოდეს”.

”როგორც არ უნდა იყო გაღიზიანებული, როგორც არ უნდა იყო გაბრაზებული, როცა არჩეული თანამდებობის პირი ხარ, ნერვებმა არ უნდა გიღალატოს და როცა ნერვები გღალატობს, უნდა წახვიდე სახლში. ასე არ ელაპარაკებიან ადამიანებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ და რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად გეუბნებიან, რომ ერთი მილიონი ხის დარგვით მოსული მერი ხეების გაჩეხვით არ უნდა ამახსოვრებდეს ხალხს თავს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული სამხრეთი ოსეთი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს სამი დღით კეტავს
შემდეგი სტატიაწელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა