თინა ბოკუჩავას აღშფოთების მესმის, რადგან ფრაქცია ეშლება. ფრაქციის თავმჯდომარეა და ფრაქციიდან კვირაში ორი ადამიანი გაურბის – მდინარაძე

თინა ბოკუჩავას აღშფოთების მესმის, რადგან ფრაქცია ეშლება. ფრაქციის თავმჯდომარეა და ფრაქციიდან კვირაში ორი ადამიანი გაურბის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება და ეს ქვეყნისთვის კარგია.

„გელა სამხარაულმა მითხრა, მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ, „ოცნებას“ თუ ავიხდენდი, არ მეგონა და დარბაზში ერთმანეთთან დაპირისპირებულ „ნაცებს“ ვნახავდიო. მათი დაპირისპირება კარგი სანახავია, რადგან „ნაცმოძრაობა“ იშლება და მან ის მთავარი კონკურენტის ველი არ უნდა დაიკავოს. პარტიას ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარე და რა ქნან? დაშლისა და დაუძლურების მეტი ინდიკატორი რა უნდა იყოს? – ეს კარგია ქვეყნისთვის. თინა ბოკუჩავას აღშფოთების მესმის, რადგან ფრაქცია ეშლება. ფრაქციის თავმჯდომარეა და ფრაქციიდან კვირაში ორი ადამიანი გაურბის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშინატო-მ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია – მაკრონი
შემდეგი სტატიაჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუ სანქციებს მივუერთდებით, ამით დავაზარალებთ რუსეთის ეკონომიკას – ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე, ამით დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას – კალაძე