თინა ბოკუჩავა : სუს-ის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის დასახელება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს

ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილი აკომპლექტებს, როგორც საკუთარ კორპორაციას, – ამ სიტყვებით შეაფასა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის დასახელება. დეპუტატის თქმით, ფაქტი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

“ლილუაშვილი იყო “ქართუს” თანამშრომელი, თადუმაძე იყო “ქართუში” ბიძინას ადვოკატი, ღარიბაშვილი იყო “ქართუში” ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე. ჩვენი ქვეყანა არ არის ბიძინა ივანიშვილის შპს. ეს უნდა შეისმინოს და გაიგოს და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გააგებინებს ამას არჩევნებზე ქართველი ხალხი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა არის ინიცირებული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატია„ვაშინგტონ თაიმსი“ გახარიას ბიოგრაფიაში მის რეფორმატორულ საქმიანობას ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს