თინა ბოკუჩავა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ – რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ხარვეზიანი სია შეადგინეს

რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ხარვეზიანი სია შეადგინეს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე” საუბრისას განაცხადა.

“რეზოლუციის განხილვის პერიოდშიც კი პარლამენტში ჩვენ მუდმივად ვაპელირებდით იმაზე, რომ ესაა ხელისუფლება, რომელმაც 10 თვის განმავლობში ზუსტად იცოდა ვინ იყო ოთხოზორიას მკვლელი, თუმცა წითელი ცირკულარით ძიებაზე არ გადაუციათ ეს პიროვნება, რადგან რეალურად, მათ არ გააჩნიათ იმის პოლიტიკური ნება, რომ ეს ადამიანები იყვნენ დასჯილები. ახლა ეს ადამიანები პოლიტიკურ კრიზისში არიან და ამიტომ მოისურვა ახალმა პრემიერმა, რომ მთავრობის პირველივე სხდომაზე გამოეტანა ეს საკითხი, რათა დადებითი ქულები მაინც დაეწერა მის მთავრობას. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ნაწილშიც ძალიან უნიათოები გამოდგნენ ისინი, რადგან რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ხარვეზიანი სია შეადგინეს, რომელიც ერთი მხრივ, მოიცავს გარდაცვლილ ადამიანებს, ხოლო მეორე მხრივ, არ მოიცავს პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც ოკუპაციის პოლიტიკის გატარების პასუხისმგებლობას ატარებენ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

როგორც ცნობილია, მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ 33 კაციანი სია დაამტკიცა, თუმცა ოპოზიციის ინფორმაციით, მასში რამდენიმე გარდაცვლილი პირია შეყვანილი.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: „2010 წლიდან დღემდე, პირველად შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების და დაშავებულთა რაოდენობა “
შემდეგი სტატია1–ელ ივლისს გორში “მოძრავი მუზეუმი 1918-1921” გაიხსნება