თევდორე მღვდლის ქუჩის N10-ში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

დიდუბის გამგეობა აქტიურად განაგრძობს რაიონში სხვადასხვა სახის დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

ერთ-ერთი ასეთი პროექტი თევდორე მღვდლის ქუჩის N10-ში განხორციელდა, სადაც მოწესრიგდა, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა.

პროექტის მიხედვით, წყალარინებისა და წყლის შიდა და გარე ქსელი 430 გრძივ მეტრზე შეიცვალა, ასევე, დამონტაჟდა 22 საკომუნიკაციო ჭა, ამის შემდგომ კი, 2 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყო.

სამუშაოების შედეგად, 53 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.

განხორციელებული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან, ჯამში, 169 773 ლარი გამოიყო.

banner
წინა სტატიაშიზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა – 13-15 აგვიტოს პროგნოზი
შემდეგი სტატიამოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება