თეთრი სახლის პრესსპიკერი – კახოვკის კაშხალს რუსეთი აკონტროლებდა და ისინი არიან პასუხისმგებლები განადგურებაზე, რომელიც ამ ომმა გამოიწვია

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, კახოვკის კაშხლის განადგურება შეუძლებელი იქნებოდა, რუსეთის არმია უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო და ამიტომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რომელიც სადგურს აკონტროლებდა.

მისივე თქმით, თეთრი სახლი განაგძრობს ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების მიზეზების შეფასებას.

„ჩვენ განვაგრძობთ მომხდარის შეფასებას. გვაქვს კომუნიკაცია უკრაინელებთან. ის ნგრევა და აფეთქება, რომელსაც ვხედავთ, გულსატკენია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. ამ კაშხალს რუსეთი აკონტროლებდა და ისინი არიან პასუხისმგებლები იმ განადგურებაზე, რომელიც ამ ომმა გამოიწვია“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძე – ყველას გვახსოვს დრო, როცა თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა ნაწამები პატიმარი, მაშინ არ გვახსოვს დიდი შეშფოთება პარტნიორებისგან საქართველოში ჰუმანიტარული მდგომარეობის თაობაზე
შემდეგი სტატიაპრემიერის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო