თეთრი სახლი – რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის ასობით ირანული უპილოტო თვითმფრინავი მიიღო

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის ასობით ირანული უპილოტო თვითმფრინავი მიიღო, – ამის შესახებ თეთრი სახლი აცხადებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთი ირანთან თავდაცვის თანამშრომლობას აძლიერებს.

„რუსეთი ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს ბოლო კვირებში კიევზე დარტყმისთვის და უკრაინის მოსახლეობის ტერორისთვის და როგორც ჩანს, რუსეთ-ირანის პარტნიორობა ღრმავდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი მუშაობს ირანთან, რათა ირანული უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთში აწარმოონ.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანიდან იღებდა იმ მასალებს, რომელიც საჭირო იყო უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხნის ასაშენებლად.

„ჩვენ ვაქვეყნებთ სატელიტურ სურათებს ამ უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხნის დაგეგმილი ადგილმდებარეობის შესახებ“, – განაცხადა კირბიმ.

მანამდე, აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანულ მწარმოებელ კომპანიებს რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო. ირანმა აღიარა გაგზავნა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი რუსეთს ომის დაწყებამდე გაუგზავნეს. რუსეთი უკრაინაში ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი ხელისუფლებას კი არა, ქვეყანას სჭირდება, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის თემა
შემდეგი სტატიარუსეთის საოკუპაციო ჯარების 90-მდე სამხედრო მოსამსახურემ ლუგანსკის რეგიონში თვითნებურად დატოვა