თეთრი სახლი ათათურქის აეროპორტზე თავდასხმას გმობს

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

თეთრმა სახლმა ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საზარელ ტერორისტულ თავდასხმას თურქეთში, სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში… ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლაში, ჩვენს ყველა მეგობართან და მოკავშირესთან ერთად, მტკიცედ ვუჭერთ მხარს თურქეთს, ჩვენს ნატო-ს მოკავშირესა და პარტნიორს”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

“ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი ისევე, როგორც ბრიუსელის აეროპორტი, რომელზეც თავდასხმა მიმდინარე წლის დასაწყისში განხორციელდა, არის საერთაშორისო კავშირების სიმბოლო”, – აღნიშნნულია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების კაპელანებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი თურქეთის ხელისუფლებასა და თურქ ხალხს უსამძიმრებს