თეთრი სახლი – აშშ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს არ გაუგზავნის

კიევისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის საკითხს ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ განიხილავს, მაგრამ ვაშინგტონი უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს არ გაუგზავნის, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ამერიკა არ აპირებს უკრაინისთვის ისეთი სარაკეტო სისტემების გაგზავნას, რომელსაც რუსეთამდე მიღწევა შეუძლია. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა თეთრი სახლის პრესმდივანს ჰკითხეს, რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი ამ განცხადებაში.

თეთრი სახლის პრესმდივანმა შეკითხვას შემდეგი პასუხი გასცა: „უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ სისტემების საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია; მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ არ გავგზავნით შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს, ბრძოლის ველს მიღმა გამოყენებისთვის. ახლა რაიმე სპეციფიკური დეტალის თქმა არ შემიძლია“, – განაცხადა პრესმდივანმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი 15 წლის განმავლობაში თავის აგრესიულ ზრახვებზე მუდმივად მიგვანიშნებდა, რისი დემონსტრირებაც ჯერ საქართველო, შემდეგ კი ყირიმი იყო – ევროპარლამენტარი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება დღეიდან კიდევ იზრდება