თენგიზ ცერცვაძე: ტესტების გამოყენება სპეციალისტებს შეცდომაში შეიყვანს

თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირაში“ სწრაფ ტესტებზე ისაუბრა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა, რომ სახელმწიფოს მათი შეძენის რესურსი გააჩნია, თუმცა პრობლემა თავად ტესტების ხარისხშია, რადგან მათ დაბალი მგრძნობელობა აქვთ. შესაბამისად, მათი გამოყენება სპეციალისტებს შეცდომაში შეიყვანს.

„გაცილებით მეტი ფული გამოიყენება თუნდაც ეკიპირებაზე. ტყუილად ჰგონია ვიღაცას რომ სახელმწიფომ ფული დაზოგა ან არ მოინდომა. მთავრი პრობლემა ის არის, რომ მსოფლიოში არ მოიპოვება ხარისხიანი სწრაფი ტესტები. ნუ იტყუებთ თავს. მე პირადად, ჩემი საავადმყოფო, მიუხედავად იმისა რომ არ მევალება, დავინტერესდით და 5 სწრაფი ტესტი შემოვიტანეთ გასასინჯად. ზოგი ვიყიდეთ. არც ერთმა არ გაამართლა. 30% აქვს ყველას მგრძნობელობა. 30%-იანი მგრძნობელობიანი ტესტი რომ გქონდეს, ჯობია სულ არ გქონდეს, იმიტომ რომ ის შეცდომაში შეგიყვანს“, – განმარტა ცერცვაძე.

მისი თქმით, დაიწყო მეოთხეული გადაცემა, რაც გარდაუვალი იყო და სხვა ქვეყნებში ეს 3-4 კვირის წინ დაიწყო.

„მოგეხსენებათ, მეოთხეული გადაცემა ნიშნავს, რომ ინფიცირებულმა პირმა, არ იცის ვისგან დაინფიცირდა და ეს ეტაპი მოითხოვს თვისობრივად განსხვავებულ საპასუხო ზომებს, როგორც ჯანდაცვის მუშაკებისგან, ისე მთავრობისა და მთელი რიგი სამსახურებისხგან, რაც საქართველოში მყისიერად განხორციელდა. როდესაც შიდა გადაცემები დაიწყო და პირველი ასეთი კერა იყო მარნეული, მოველოდით, რომ შემთხვევების მკვეთრი მატება იქნებოდა, ასეთია ეპიდემიის განვითარების დინამიკა და ასე მოხდა ყველა სხვა ქვეყანაში. ჩვენთან ერთი კვირაა, რაც მარნეულში დაფიქსირადა შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა და მნიშვნელოვანი მატება არ არის. მე ყველა კლინიკაში ვაკონტროლებ პაცინტების მოძრაობას და შემიძლია ვთქვა რომ, თუ შიდა გადაცემის დაფიქსირებამდე დღეში 3-4 ინფიცირებული ემატებოდა, ახლა ემატება 6-7 კაცი, მეტი არა. ეს ერთეული შიდა გავრცელება ჯერ ლოკალიზებულია, შეზღუდულია. დრამატული მატება არ არის და ამით მინდა დავამშვიდო მაყურებელი. ეს ჩვენთვისაც, პროფესიონალებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშისაჩხერის სამედიცინო ცენტრში ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: ხელისუფლების მთელმა ვერტიკალმა იმუშავა იდეალურთან ახლოს