თენგიზ ცერცვაძე: ხელისუფლების მთელმა ვერტიკალმა იმუშავა იდეალურთან ახლოს

თენგიზ ცერცვაძე საქართველოს მთავრობის რეაგირებას კორონავირუსზე მაღალ შეფასებას აძლევს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „იმედის კვირაში“ ისაუბრა.

„შეიძლება მიკერძოებაში ჩამომართვან, ნუ ჩამომართმევენ, იმიტომ რომ მე მთავრობის აპოლოგეტი არ ვარ საერთოდ. მთავრობამ ეპიდემიის პირველი დღიდან აი ამ ბოლო დღემდე იმუშავა იდეალურთან ახლოს. მთელმა ვერტიკალმა. მან მყისიერი რეაგირება მოახდინა მარნეულის შემთხვევაზე. და შედეგი – მარნეულიდან გვაქვს სულ რაღაც 10 კაცის მატება, მაშინ როდესაც შეიძლებოდა ყოფილიყო ასეულები და ათასეულები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

„იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, რომ საქართველოში ინფიცირებულთათვის საკმარისზე მეტი საწოლია, პრობლემას არც სასუნთქი აპარატები წარმოადგენს.

„გამორიცხულია, რომ 500 კრიტიკული ავადმყოფი გვყავდეს. ჩვენ შეიძლება გვყავდეს 2 000, 3 000, 4 000 ავადმყოფი, მაგრამ კრიტიკული ავადმყოფები მხოლოდ 5%-ია. ასეთია მსოფლიო სტატისტიკა და ჩვენთანაც დაახლოებით ასეა, 91 პაციენტი და 5-6 კრიტიკული. გამორიცხულია, რომ 500 აპარატი არ ეყოს. 500 აპარატი რომ არ ეყოს, ჩვენ უნდა გვყავდეს მგონი 20 000 ინფიცირებული. ასეთი გამორიცხულია. ცუდ კოშმარშიც არ იქნება ეს. ამიტომ სუნთქვის აპარატების მხრივ ყველაზე კეთილსაიმედო მდგომარეობაა“, – განაცხადა ცერცვაძე.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: ტესტების გამოყენება სპეციალისტებს შეცდომაში შეიყვანს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: დოკუმენტები გათვლილია, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება ერთდროულად, ყოველდღიურად დაავადდეს