თენგიზ ცერცვაძე : ქვეყნის ხელმძღვანელობა და პირადად პრემიერ-მინისტრი არის მთავარი შემოქმედი იმ დიდი წარმატებების, რომ ქვეყანა ყველაზე უკეთ უმკლავდება კოვიდ ინფექციას, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის მასშტაბით

ზოგადად, სახელისუფლებო ვერტიკალი, პანდემიის პირველი დღიდანვე გამოირჩევა კრიზისული სიტუაციის მენეჯმენტის უმაღლესი დონით, რამაც საქართველოს საშუალება მისცა, რომ მოეგო 7-8 თვე და მთელი ეს პერიოდი ყოფილიყო ავადობის შემთხვევების მინიმალური რაოდენობა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რეანიმატოლოგებს შეხვდა.

თენგიზ ცერცვაზის თქმით, მთავრობას ხელი უდევს პულსზე და ზუსტად დაისვა ის საკითხები, რამაც პრობლემები შექმნა ბოლო პერიოდში.

„მიმაჩნია, რომ იყო ძალიან სასარგებლო და საჭირო შეხვედრა. ზოგადად, სახელისუფლებო ვერტიკალი, პანდემიის პირველი დღიდანვე გამოირჩევა კრიზისული სიტუაციის მენეჯმენტის უმაღლესი დონით, რამაც საქართველოს საშუალება მისცა, რომ მოეგო 7-8 თვე და მთელი ეს პერიოდი ყოფილიყო ავადობის შემთხვევების მინიმალური რაოდენობა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით და ყოფილიყო, რაც მთავარია, ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი დონე. ჯერჯერობით, ეს დღესაც შენარჩუნებულია, მაგრამ რამდენადაც დაიწყო შემთხვევების ზრდა, თუ ამაზე არ მოახდენს მთავრობა და ექიმები რეაგირებას, შეიძლება დავკარგოთ ეს ძალიან კარგი პოზიციები. დღევანდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას და პირადად ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომელიც პირადად მე მიმაჩნია და არ მერიდება ამის აღნიშვნა, არის მთავარი შემოქმედი იმ დიდი წარმატებების, რომ ქვეყანა ყველაზე უკეთ უმკლავდება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის მასშტაბით კოვიდ ინფექციას. ამ შეხვედრამ გვაჩვენა, რომ მთავრობას ხელი უდევს პულსზე, ზუსტად დაისვა ის საკითხები, რამაც პრობლემები შექმნა ბოლო პერიოდში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით – Stop Covid, რომელიც მათ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიაგერმანიამ საქართველო კორონავირუსის მქონე რისკჯგუფის ქვეყნების სიაში შეიყვანა