თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე არც უარყოფითი და არც დადებითი დინამიკა არ არის, – ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა კახა ზურაბიშვილმა განაცხადა.

ექიმის განმარტებით, პაციენტს უტარდება ყველა ტიპის გამოკვლევა და საჭირო სამედიცინო დახმარება.

“პაციენტი გადმოიყვანეს მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე. იმყოფება მონიტორულ კონტროლზე. მუდმივად მიმდინარეობს საჭირო გამოკვლევების წარმოება, – განაცხადა კახა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინელი აგირბა მაყურებელს დაემშვიდობა
შემდეგი სტატიატრიუდომ საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე თბილისში ვიზიტი გაიხსენა