თეა წულუკიანი – ვფიქრობ, ელჩებისადმი მიმართვა რელევანტური, დროული იყო და არავითარი უხერხულობა არ ყოფილა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2020 01:02

თეა წულუკიანი – ვფიქრობ, ელჩებისადმი მიმართვა რელევანტური, დროული იყო და არავითარი უხერხულობა არ ყოფილა

ვფიქრობ, ფასილიტატორი ელჩებისადმი მიმართვა აბსოლუტურად რელევანტური, დროული იყო და აქ არავითარი უხერხულობა არ ყოფილა, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეს“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად რელევანტური იყო მმართველი პარტიის მხრიდან ასეთი მიმართვის გაკეთება ფასილიტატორი ელჩების მიმართ და ხომ არ ჩააყენა ისინი „ქართულმა ოცნებამ“ უხერხულ მდგომარეობაში, მით უმეტეს, რომ დღეს ევროპარლამენტარმაც თქვა, რომ ეს ცუდი და დაუშვებელი ტონი იყო.

„როდესაც შენ თვითონ გამოდიხარ და ამბობ, რომ მე, უცხოელი ელჩი ვიქნები ფასილიტატორი, რასაც ჩვენ მივესალმეთ და დღესაც მივესალმებით, ეს თავის თავში უკვე გულისხმობს შიდა პროცესებში გარკვეული დოზით, დროებით ჩარევას, ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებით. ამიტომ, აქ არავითარი უხერხულობა არ იყო. ეს იყო პირდაპირი გაგრძელება იმ ფასილიტაციის და ფასილიტატორის ფუნქციისა, რაც მათ თავიანთივე ინიციატივით აიღეს საკუთარ თავზე. ჩვენ ამას მივესალმეთ და მათთან ერთად დავსხედით მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, კენჭისყრის მომენტამდე ელჩების ფასილიტატორობის პირობებში მოლაპარაკებების პროცესი ამოწურულად და დასრულებულად ვერ ჩაითვლება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვინარჩუნებთ უფლებას, რომ მათ საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის, საჯაროდ მივმართოთ. ისევე, როგორც მეორე მხარე, ოპოზიცია მიმართავს საჯაროდ, არასაჯაროდაც ხშირად აწუხებს და პოზიციის ჩამოყალიბებას სთხოვს, საჯაროდ თუ დახურულ ფორმატში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2020 01:02

Google სტატისტიკა


3,363
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics