თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იმოქმედებს

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იმოქმედებს.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე გათავისუფლება არ იგეგმება.

“ჩვენ არ ჩაგვითვლია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე არის რაიმე არაჩვეულებრივი, ან ისეთი ექსტრაორდინალური, რომელიც მოითხოვდა ზეპირი განხილვის მოთხოვნას სტრასბურგში, ეს არის ერთი რიგითი პატიმრის რიგითი საჩივარი. ამიტომ, მე არ მომითხოვია ზეპირი განხილვა, ეს იქნებოდა რესურსის ზედმეტი ხარჯვა. ხვალ გამოდის გადაწყვეტილება. არ ვიცით, რა თქმა უნდა, წინასწარ, რა იქნება გადაწყვეტილებაში, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ვანო მერაბიშვილი, როგორც სხვა პატიმრები, მისი პოლიტიკური გუნდიდან, რამდენიმე მათგანი ახლა უკვე აღარ არის, წინასწარ პატიმრობაში. ისინი იხდიან სასჯელს და კონკრეტულად, ბატონი ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში არ იგეგმება მისი ვადამდე ადრე გათავისუფლება. აქედან გამომდინარე, ამაზე ხვალინდელი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, ვერ იმოქმედებს”, – განაცხადა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმის შესახებ გადაწყვეტილებას 14 ივნისს გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში საათების საწარმო ამოქმედდება
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახურმა სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა