თეა წულუკიანი: თუ რომელიმე მინისტრი იქნება კანდიდატი, რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის დაცვა

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

იუსტიციის მინისტრი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ნებისმიერი თარიღისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება პარტიებისთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნისთვის.

მინისტრი კანონის იმ მუხლზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც მინისტრებს, რომლებიც საარჩევნო სიებში იქნებიან, თანამდებობის დატოვება მოუწევთ.

„თუ რომელიმე მინისტრი იქნება კანდიდატი, რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის დაცვა და არც არავინ მისცემს ასეთ კანდიდატს იმის საშუალებას, რომ კანონი არ დაიცვას,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ “სამგორთან” ორ ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის