წულუკიანი: რა თქმა უნდა, ივანიშვილის წერილი რეზონანსულია, რომელ სპექტრსაც უნდა შევხედოთ პოლიტიკურ პეიზაჟზე

ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავად ამბობს, თვალს ადევნებს პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში, მიესალმება და სწორად აფასებს იმ ნაბიჯებს, რაც ჩვენი ხელისუფლების მიერ იქნა გადადგმული იმისთვის, რომ ომი აგვეცილებინა თავიდან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ამ წერილში ყველას შეახსენებს, რომ ის გასულია პოლიტიკიდან.

„რა თქმა უნდა, ეს წერილი რეზონანსულია, რომელ სპექტრსაც უნდა შევხედოთ პოლიტიკურ პეიზაჟზე, ყველა ამ წერილის კომენტირებით არის დაკავებული. ნიშანდობლივია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ წერილში ყველას შეახსენებს, რომ ის გასულია პოლიტიკიდან. ეს ჩვენ ნამდვილად ვიცით, ვინც ხელისუფლებაში ვართ, მაგრამ ვინაიდან ოპონენტებს ავიწყდებათ ან განზრახ არ უნდათ ეს ფაქტი აღიარონ, ვთვლი, შეხსენება ყოველთვის სასარგებლოა, რადგან ეს რეალობაა. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, მითუმეტეს, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავად ამბობს, თვალს ადევნებს პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში, მიესალმება და სწორად აფასებს იმ ნაბიჯებს, რაც ჩვენი ხელისუფლების მიერ იქნა გადადგმული იმისთვის, რომ ომი აგვეცილებინა თავიდან. უნდა აღვნიშნო, რომ მისი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“შენი დედა მოვ**ანო”| ანგლიკანური ეკლესიის ლიდერი ამბობს, რომ რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელმა აგინა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი-„საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს, ვეღარ გავიგე, პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ გვერდით აღარ გვყავს“