თეა წულუკიანი : მთელი ღამის განმავლობაში მხარს ვუჭერდით და ვგულშემატკივრობდით თითოეულ მეხანძრეს, რომლებიც ცეცხლს ებრძოდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულმა სტრუქტურამ ძალიან მძიმე სამუშაო გაწია ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ჩაქრობის დროს, თითოეულ მეხანძრეს მადლობას ვუხდი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს დაზარალებულებისთვის.

“მთელი ღამის განმავლობაში მხარს ვუჭერდით და ვგულშემატკივრობდით თითოეულ მეხანძრეს, რომლებიც ცეცხლს ებრძოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულმა სტრუქტურამ ძალიან მძიმე სამუშაო გაწია გუშინ და თითოეულ მეხანძრეს მადლობას ვუხდი. რამდენიმე მეხანძრე დაშავდა, მათ მინდა, გამოჯანმრთელება ვუსურვო. რაც შეეხება სპეკულაციებს, ისინი უსაფუძვლოა, რადგან მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მათთვის უმთავრესია ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლებები. ამიტომაც ამ უსაფუძვლო სპეკულაციებს სამარცხვინოს ვუწოდებდი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიროგორ ვუმკურნალოთ მზის დარტყმას
შემდეგი სტატიაგორში ველოსიპედით მოძრავ მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა