თეა წულუკიანი: კომენდანტის საათის დროს ღამე ჩანს, რომ ანაფორიანიც ჯარიმდება და უანაფოროც

“წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც… კომენდანტის საათის დროს ღამე ჩანს, რომ ანაფორიანიც ჯარიმდება და უანაფოროც. ციფრები გუშინ იყო შედარებით უკეთესი იმიტომ, რომ წინა ღამეებზე მართლაც იყო პოლიციის მხრიდან ყველანაირი ლმობიერების გარეშე სანქციების გამოყენება.

აღდგომის დღესასწაულამდე და აღდგომის დღესასწაულზე, მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდი სურვილი და მოთხოვნილება არ უნდა მქონდეს ამის, როგორც ერთ მართლმადიდებელს, არამხოლოდ იმიტომ, რომ ყოველ წელს ეს არის ყველაზე დიდი დღესასწაული, არამედ, სხვა პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც არ უნდა ამის სურვილი და საჭიროება წელს განსაკუთრებით მქონდეს, რომ მივიდე ეკლესიაში, მე ეკლესიაში არც აღდგომაზე და არც აღდგომამდე მისვლას არ ვაპირებ ”-აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიფოთის საკრებულომ საგანგებო ბიუჯეტი დაამტკიცა
შემდეგი სტატიაწულუკიანი: რაც არ უნდა დიდი სურვილი მქონდეს, აღდგომაზე და აღდგომამდე ეკლესიაში არ მივალ