თეა წულუკიანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლიციის კორდონის გავლით შევიდა

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ღონისძიებას მართავს, აქტივისტები იმყოფებიან.

თეა წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო.

პოლიციამ ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვი და კორდონი აქციის მონაწილეების მისვლისას გააკეთა, რომლის მიღმა გასვლის საშუალებას აქციის მონაწილეებს არ აძლევდა. აქტივისტების ნაწილმა შენობას შემოურა და კორდონის მეორე მხარეს აღმოჩნდა.

ტერიტორიაზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი დააკავეს, თუმცა შსს-ში ამაზე ამ დრომდე არაფერს ამბობენ.

მუშაობაში ხელი ეშლებათ ჟურნალისტებსაც. მედია თავდაპირველად ბიბლიოთეკის კიბეებიდან მუშაობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში თეა წულუკიანი უნდა შესულიყო, პოლიციამ მათ იქ დარჩენის საშუალება არ მისცა

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: “დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს, მოვდივარ ტაქსით”
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებებთან დაკავშირებით