თეა წულუკიანი: 6 ან მეტი წლის შემდეგ ვიმსჯელებთ წარდგება თუ არა სააკაშვილი უკრაინული სასამართლოს წინაშე

დღეს ვიხილეთ როგორ გამოვიდა ადვოკატი სამარცხვინოდ და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბატონ სააკაშვილს აღარ სურს უკრაინაში წასვლაო. პოლიტიკურად რომ შევხედოთ, ადამიანი, რომელიც თავს ისე ყიდის, თითქოს თავი იდეალებისთვის გაწირა, თუმცა ეს იდეალი იყო სისხლისღვრა რუსთაველის გამზირზე და ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება. როდესაც ამბობ, რომ ამ „იდეალებისთვის“ თავს სწირავ, შემდეგ გაუგონარია, როგორ უნდა გინდოდეს უკან დაბრუნება. ეს გაქცევას ჰგავს და ისინი დროულად მიხვდნენ, რომ გაქცევას არსად არ აპირებენ, თუმცა მათ რეალობიდან გაქცევის საშუალებას საქართველოს ხელისუფლება არ მისცემს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„სამართლებრივად რომ წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინის სახელმწიფომ საქმე აღძრა სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო კვეთისათვის, ვინაიდან ირკვევა, რომ მან უკრაინის საზღვარიც ჩუმად გადმოლახა, თუმცა არ ვიცით ეს ნიშნავს თუ არა ავტომატურად უკანონო კვეთას. რაიმე სხვა საქმეც რომ მიმდინარეობდეს მის წინააღმდეგ, ასეთ შემთხვევაში ექსტრადიციის წესები გაწერილია ევროსაბჭოს კონვენციით, რომლის პირდაპირი ტრანსპოზიციაც არის ჩვენს კანონში ექსტრადიციისა შესახებ და სამართლებრივი დახმარების შესახებ. იქ არის გაწერილი ელემენტარული ნორმები, კერძოდ ის, რომ ჯერ მან ჩვენს ვვეყანაში უნდა მოიხადოს სასჯელი და თუ უკრაინაში კიდევ რამე საქმეა აღძრული მხოლოდ 6 ან მეტი წლის შემდეგ ვიმსჯელებთ წარდგება თუ არა ის უკრაინული სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი გახარიას პარტიის ამომრჩეველს ოცნების მხარდაჭერას სთხოვს
შემდეგი სტატია№65 მარტვილის საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე პოლიცია მობილიზებულია