„თბილსერვის ჯგუფმა“ სკოლებთან მისასვლელი გზებისა და მიმდებარედ განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების მორეცხვა დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სკოლებთან მისასვლელი გზების, ტროტუარებისა და მიმდებარედ განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების მორეცხვა დაიწყო.

აქციის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით 700-მდე ნაგავშემკრები კონტეინერი დასუფთავდება. ასევე, იგეგმება საბავშვო ბაღებთან განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების გარეცხვაც.

დასუფთავების აქციას, რომელიც დღეს ვარკეთილის მეოთხე მიკორორაიონიდან დაიწყო, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

„თბილსერვის ჯგუფი“ სხვადასხვა პროექტისა და აქციის ფარგლებში, ქუჩების დეზინფექციას ინტენსიურად ახორციელებს. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: ფაქტობრივად, მეორე ტალღა იწყება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიტიური შეფასება საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან და ბიზნესის კეთების სიმარტივესთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება