“თბილისში ვიზიტისას მივიღე დაპირება, რომ მსგავს კანონს არ მიიღებდნენ”-მერი ლოლერი ​”რუსულ კანონზე”

გაეროს სპეციალური მომხსენებელი, მერი ლოლერი, “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც ლოლერი წერს, თბილისში ვიზიტისას მან მიიღო დაპირება, რომ მსგავსი კანონი არ იქნებოდა მიღებული.

“მე ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოღებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვიზიტისას მივიღე დაპირება, რომ მსგავსი კანონი არ იქნებოდა მიღებული. მე ხაზგასმით ვისაუბრე ამ კანონპროექტის ზიანზე ჩემს ანგარიშში და მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას გავაგრძელებ,” – წერს ლოლერი X-ზე.

banner
წინა სტატიაშიშსს – თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი
შემდეგი სტატიაTelegraph: რუსეთი უკრაინელ ჯარისკაცებზე იერიშებში არალეგალურ ქიმიურ იარაღს იყენებს