Telegraph: რუსეთი უკრაინელ ჯარისკაცებზე იერიშებში არალეგალურ ქიმიურ იარაღს იყენებს

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის გამოძიებით, რუსეთი უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ მიტანილ იერიშებში სისტემატურად იყენებს არალეგალურ ქიმიურ იარაღს. ცრემლსადენი გაზის გამოყენება ქიმიური იარაღის კონვენციით 1997 წლიდან არის აკრძალული.

Telegraph-თან საუბრისას ფრონტის ხაზზე მყოფმა უკრაინელმა ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ მათ პოზიციებს რუსეთი თითქმის ყოველ დღე პატარა ზომის დრონებით ესხმის თავს, საიდანაც ძირითადად ცრემლსადენ გაზს და სხვა ტიპის ქიმიურ საბრძოლო მასალებს აგდებენ.

ფრონტის ხაზთან მდებარე ჩასივ-იარის ქალაქში გაგზავნილი სადაზვერვო ჯგუფის მეთაურმა, იგორმა გამოცემასთან განაცხადა, რომ “ჩვენს მიმდებარედ თითქმის ყველა ფრონტის ნაწილში ყოველ დღე ერთი ან ორი გაზის ყუმბარა ვარდებოდა”.

მისი თქმით, “ვინაიდან უკრაინელი ჯარისკაცები მჭიდროდ არიან გამაგრებული, რუსეთისთვის სტანდარტული არტილერიით ან დრონებიდან ნასროლი რაკეტებით იერიშის მიტანა რთულია”.

“მათთვის წარმატებული თავდასხმის ერთადერთი გზა გაზის გამოყენებაა”. – ამბობს იგი.

მსგავსი ცნობები ვრცელდება ფრონტის სხვა ნაწილებიდანაც. დონეცკის ოლქში განლაგებული დანაყოფის უფროსი ლეიტენანტის თქმით, ზოგიერთ უკრაინულ დანაყოფზე გაზით იერიში “თითქმის ყოველ” დღე მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ცრემლსადენი გაზის ყუმბარა გამოცემა Telegraph-ს გადამოწმების მიზნით ამერიკელმა სამხედრო ექიმმა, რებეკა მაკიოროვსკიმ გადასცა, რომელიც ამჟამად უკრაინის ჯარში მსახურობს.

მისი თქმით, მას დონეცკის ოლქში განლაგებულ სამ ბრიგადაში, ქიმიური იარაღით თავდასხმის შემდეგ, ხშირად იძახებენ სამედიცინო დახმარებისთვის, რასაც, მისი აღწერით, “სისტემატური” ხასიათი აქვს.

banner
წინა სტატიაში“თბილისში ვიზიტისას მივიღე დაპირება, რომ მსგავს კანონს არ მიიღებდნენ”-მერი ლოლერი ​”რუსულ კანონზე”
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აშშ-სგან დახმარების კრედიტით მიღებას დათანხმდება, ჩვენი არჩევანი ერთია – გადარჩენა