თბილისში, ვერაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, ვერაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. ოთხივე ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც “თაიმერს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.უწყების ინფორმაციით, დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია – 16 დეკემბრის აქციას არ ვუერთდებით
შემდეგი სტატიააზერბაიჯანი თვლის, რომ ყარაბახის კონფლიქტის მოსაგვარებლად კარგი დროა