აზერბაიჯანი თვლის, რომ ყარაბახის კონფლიქტის მოსაგვარებლად კარგი დროა

ახლა სომხეთთან მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველა პირობაა შექმნილი – ასეთი განცხადებით 13 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გამოვიდა.

“ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე კარგი სიტუაციაა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოსაგვარებლად. არის ბევრი ფაქტორი, რომელიც ასეთი განცხადების გაკეთების საშუალებას მაძლევს” – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.

ეს ფაქტორებია აზერბაიჯანის მზარდი სიძლიერე, პოტენციალი, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ძალები, ასევე, საერთაშორისო არენაზე აზერბაიჯანის პოზიციების გამაგრება.

“ბევრი გადაწყვეტილება და საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები მთიანი ყარაბახის კონფლიქტზე ჩვენს პოზიციებს გამოხატავენ” – დაამატა პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ილჰალმ ალიევმა თქვა, რომ ბაქო “აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების სრულ განთავისუფლებამდე” გააგრძელებს საკუთარ პოლიტიკას”, “მანამდე, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, სომხეთის იზოლაციას გავაგრძელებთ. ჩვენი პოლიტიკის შედეგად სომხეთში დემოგრაფიული კრიზისია, ხალხი მასობრივად ტოვებს ქვეყანას” – თქვა ალიევმა, რომლის აზრითაც, მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც მისი ქვეყანა ატარებს, რეჟიმის კრახს გამოიწვევს, რომელიც სომხეთს 20 წელზე მეტია მართავს.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ვერაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს
შემდეგი სტატია“პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა” – გლდანში მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა სცადა