თბილისში “სპარის” დაყაჩაღება სცადეს – დაკავებულია 2 პირი

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილზე 2 პირი უკვე დააკავა.

არსებული ინფორმაციით, ისინი მაღაზია “სპარში” ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით შეიჭრნენ და დაყაჩაღებას აპირებდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია გასროლაზეც, თუმცა აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, ყაჩაღობისა და იარაშის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების გამო დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“მერიის ტუალეტის” სკანდალი-აქცია ჩხოროწყუში
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კახაბერ გულედანის კანდიდატურა წარადგინა