თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 27-28 აპრილს, საგამონაკლისო წესით შესვლა-გასვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით

როგორ საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ბათუმში და ქ. ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია.

კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძემ უკრაინის ,,ვერხოვნა რადა”-ს სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ გეგმა, თუ რას აკეთებს მთავრობა იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა