თბილისში, ფიცის დადების ცერემონიის დროს რამდენიმე ჯარისკაცმა გონება დაკარგა (ვიდეო)

თბილისში, ფიცის დადების ცერემონიის დროს რამდენიმე ჯარისკაცი ცუდად გახდა.

„კარგად არიან, ყველა ჯანმრთელად არის, ყველა ჯანზეა საქართველოსთვის,“ – ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, გააკეთა.

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ რამდენიმე ჯარისკაცი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფლების მოედნიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა.

„სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ისინი დილის 6 საათიდან ადგილზე იმყოფებიან და აუცილებელი იყო სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ მათ ჰქონოდათ უფრო მეტი თავისუფალი გარემო,“ – განაცხადა მინისტრმა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tvpalitranews/videos/1730739720347864/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდში მასპინძლობს
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში საზეიმო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს