თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა – მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

Crime Scene

უბედური შემთხვევა თბილისში – დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

banner
წინა სტატიაშიN6 და N11 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები მიმდინარეობს
შემდეგი სტატია(Video) ეს არის მიამიტობა და უარეს შემთხვევაში სიბრიყვე, ვის ატყუებთ? – არქიმანდრიტი ილარიონი დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ხელისუფლებას მიმართავს