თბილისში მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობა იგეგმება

თბილისის მერია მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობის პროექტის განხორციელებას გეგმავს. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში ათ ლოკაციაზე კონკურსი გამოცხადდება.

“დაინტერესებულ ინვესტორებს სიმბოლურ ფასად გადავცემთ მიწას, რომელიც არის მუნიციპალურ საკუთრებაში, რათა მათ პარკინგი ააშენონ და იქიდან შემოსავალი მიიღონ”, – განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა საცობების განტვირთვის მიზნით დაგეგმილ და მიმდინარე სხვა პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. ”პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის მიზნით ხორციელდება პროექტი და დაახლოებით ერთ თვეში იქ მოძრაობა აღდგება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შინდსი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა, რომელიც იმისთვის დავიწყეთ, რომ ქალაქის ისტორიულ უბანში – ასათიანის ქუჩა და სხვა მიმდებარე ქუჩები ავტომობილებისგან განიტვირთოს. ასევე ჩვენ სამება – მახათას მთის დამაკავშირებელი ახალი გზა გავაკეთეთ, რომლის მშენებლობა სულ მალე დასრულდება. ცინცაძე, კარტოზია, საბურთალოს ქუჩაზე უშუქნიშნო მოძრაობის განხორციელების ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყება. გარდა ამისა, გრძელდება ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების პროექტი”, – აღნიშნა ნარმანიამ. მისივე თქმით, ასევე დაწყებულია ახალი ავტობუსების პროგრამა, რაც ძველი ავტობუსების თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი დონალდ რამსფელდს შეხვდა