თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, სუპერმარკეტ “ნიკორას” სადისტრიბუციო ავტომობილი გაქურდეს

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, სუპერმარკეტ “ნიკორას” სადისტრიბუციო ავტომობილი გაქურდეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

მომხდარის დეტალები უცნობია, ასევე უცნობია რისი წაღება შეძლეს ქურდებმა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაში“მთავრობაში მოსვლას არ ვაპირებ, მინდა, ვიყო ლაზიკის ზონის ხელმძღვანელი”
შემდეგი სტატიაNDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება