თბილისში ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ – დაშავებულია 4 ადამიანი

ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, თანასწორობის მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ. დაზარალებულია 4 აქტივისტი. თავდამსხმელი კი მათივე მეზობელი იყო. ის აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.

თავდამსხმელი ლგბტ აქტივისტის დახრჩობას ცდილობდა და მას მოკვლით ემუქრებოდა. თავდამსხმელი დაზარალებულებთან ერთად ღამითვე გადაიყვანეს გამოკითხვაზე.

“ჩემს მეგობარს ყელში წაუჭირა, რომელსაც ეტყობა ფიზიკური დაზიანება, ასევე, ჩემს მეგობარს გაარტყა, რომელსაც ეტყობა ფიზიკური დაზიანება, მეც მომაყენა ფიზიკური დაზიანება. ტანისამოსი შემოგვახია. აქ იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია და სასწრაფო. მე ველოდები, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ და მიიყვანენ ბოლომდე,” – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიასურსათი, წამლები, საწვავი – ფასების ზრდას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადასტურებს