თბილისში ავტოკოლონებით მსვლელობა დაიწყო – თბილისი საპროტესტო ტალღის ეპიცენტრია

ოპოზიციის უწყვეტი პროტესტი გრძელდება – ამ წუთებში თბილისის ქუჩებში ავტოკოლონებით მსვლელობა ეწყობა. ავტომობილებმა რესპუბლიკის მოედნიდან აღმაშენებლის ხეივნისა და ენმ-ს ცენტრალური ოფისისკენ აიღეს გეზი:

“ჩვენ აქციები გაგრძელდება პერმანენტულად, იქნება უფრო მწვავე. ეს არ იქნება დედაქალაქის ერთ ლოკაციაზე, ლოკაციებიც გაიშლება, პროტესტი გაიშლება საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში. ჩვენ გვესმის, რომ ყველა საათი, ყველა წუთი არის პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მგონი ამ ბიჭმა დიდი შერიგება დაიწყო” – მაქარაშვილი კობა დავითაშვილის შვილის მიმართვას ეხმაურება
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს