თბილისს წელს ასი ახალი ავტობუსი ეყოლება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 8, 2018 11:01

თბილისს წელს ასი ახალი ავტობუსი ეყოლება

მიმდინარე წელს თბილისს ასი ახალი ავტობუსი ეყოლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, თანხა ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია.

მისი თქმით, ოთხი წლის განმავლობაში არსებული ავტოპარკი სრულად ჩანაცვლდება 700 ახალი ავტობუსით.

„აუცილებელია, ახალი ევროპული სტანდარტის ავტობუსების შემოყვანა, არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა ყველანაირი რესურსი ამოწურა. ჩვენ ვამბობთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში სრულად ჩავანაცვლებთ არსებულ ავტოპარკს 700 ახალი ავტობუსით. ბიუჯეტში უკვე გამოვნახეთ შესაძებლობა, რომ წელსვე შემოვიყვანოთ სულ მცირე100 ახალი ავტობუსი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, ახალი ავტობუსების შემოყვანა ქალაქში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ სიტუაციას ნაწილობრივ შეამსუბუქებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 8, 2018 11:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics