თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

news
ავტ.: news მარტი 4, 2016 10:26 განახლებულია

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც “თაიმერს” სს “თელასიდან” აცნობეს, მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, ასათიანის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ბოცვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და მეველეს ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებს.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრიწის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, გაგრის, ვეკუას, ანდრონიკაშვილის, წერეთლის, რიონის, ფოცხიშვილის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, ულიანოვის, ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, სოფელ გლდანის, მუხიანის აგარაკების, ავშნის, ფირცხალავას, მონადირის და ანტონ მეორეს ქუჩების მცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის, წავკისის, დიდების და სამადლოს მცხოვრებლებს.

კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. ელექტრომომარაგება აბონენტებს სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.

news
ავტ.: news მარტი 4, 2016 10:26 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics