თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არც დღეს დაფიქსირებულა,- ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხი ბექაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად კლინიკაში 35 პაციენტი იმყოფება.

„გუშინ 17 კვლევა იყო გაგზავნილი. 16 უარყოფითი პასუხია მიღებული. ერთის კვლევა ამ ეტაპზე გრძელდება. გუშინ ღამის განმავლობაში 16-დან ორი პაციენტია გადაყვანილი. დანარჩენის გადაყვანა დღეს გრძელდება. საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან. მძიმე პაციენტი გუშინ პროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს. ამ წუთისთვის 12 ახალი პაციენტი გვყავს. მიღება გრძელდება. ნიმუშების აღება 14:00 საათისთვის ხდება“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაი : კონსულტაციები მიმდინარეობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწყებულ მედიკამენტების კვლევის პროცესში საქართველოც ჩაერთვება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩოგბურთის ყოფილი კორტების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქს დაუბრუნდა და იქ სპორტული კომპლექსი მოეწყობა