თბილისის ზღვაში მყვინთავების ჯგუფი დაკარგულ მოზარდს ეძებს

მყვინთავების 7 კაციანი ჯგუფი 15 წლის მოზარდს თბილისის ზღვაში ეძებს. მოზარდი საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  განხადებით, მოზარდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მათთან გუშინ, 16:00 საათისთვის შევიდა. სამძებრო სამუშაოებიც სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო, რომელიც დღეს დილიდან განახლდა.

სააგენტოში ვერ საუბრობენ, თუ რა ვითარებაში დაიკარგა მოზარდი. არსებული ინფორმაციით, ის თბილისის ზღვაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს, ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიამეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს