მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს

შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

შსს-ს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნოვრაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოფელ ფონიჭალაში, გამთენიისას, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ კიუნაი ი.-ს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კიუნაი ი. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. უწყების ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვაში მყვინთავების ჯგუფი დაკარგულ მოზარდს ეძებს
შემდეგი სტატიამაისში აჭარაში ტურისტების ზრდა დაფიქსირდა