თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლეიბორისტული პარტიის“ ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

region
ავტ.: region ნოემბერი 5, 2020 19:04

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლეიბორისტული პარტიის“ ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

პარტია ასაჩივრებდა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შემდეგ მათ მიერ საოლქო კომისიაში შეტანილი არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ადვოკატის თქმით, დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, რაც საოლქო კომისიას არ დაუდასტურებია და ეს გადაწყვეტილება სასამართლომაც უცვლელად დატოვა.

„ჩვენ სხვა მოლოდინი არც გვქონია, თუმცა ამ გადაწყვეტილებასაც გავასაჩივრებთ. როდესაც არჩევნების დღეს გაიხსნა უბანი, უბნის თავმჯდომარეს საერთოდ არ შეუმოწმებია ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი, ეს არის საარჩევნო ყუთი. აღმოჩნდა, რომ ყუთი დაზიანებული კი არ იყო, საერთოდ ძირი არ ჰქონდა და ასე ტარდებოდა არჩევნები, ვიდრე ჩვენმა წარმომადგენელმა ამაზე არ დაწერა საჩივარი. იმავე დღეს დაიწერა საჩივარი ცესკო-ში და არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. ცესკო-ში ასე თუთიყუშებივით გვიმეორებდნენ, რომ გადაცემული იყო შესაბამის სამსახურზე და რეაგირება იქნებოდა, მაგრამ შესაბამისი სამსახური არც გვინახავს. ასევე იყო სხვა საჩივრებიც და დარღვევები. ახლა იყო სწორედ საოლქო კომისიის განკარგულების განხილვა“, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ.

region
ავტ.: region ნოემბერი 5, 2020 19:04