თბილისის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მომზადებული ცვლილებები დამტკიცდა

თბილისის ქაოტური განაშენიანების მანკიერ პრაქტიკის აღკვეთის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ,,თაიმერს” მერიიდან თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში, თბილისის მერიის ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გადამეტება აღარ მოხდება, ასევე იზღუდება განაშენიანება გამწვანებულ ტერიტორიებზე, რაც მეტი საჯარო სივრცეების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების მიღება გარდამავალი პერიოდის ღონისძიებაა, იმ საბოლოო პოლიტიკის შემუშავებამდე, რომელსაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე გუნდი შეასრულებს. მისი განმარტებით, კ2 კოეფიციენტის შეზღუდვა არ გავრცელდება თბილისის პერიფერიაზე, რათა გარეუბნებს ურბანული განვითარების მეტი საშუალება მიეცეს.
ახალი რედაქციის მიხედვით, ასევე დარეგულირდა ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესები, ხოლო კონკრეტული უბნების განვითარებისთვის, აუცილებელი პირობა გახდა განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) შემუშავება, რაც თბილისში ქაოტური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის ინციდენტში მონაწილე მოჭიდავე საქართველოს ტოვებს
შემდეგი სტატიაკორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები შსს-თან იმყოფებიან