თბილისის ორ საბავშვო ბაღში სასაწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება

№132და №95 საბავშვო ბაგა-ბაღში სასაწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება.

№132 ბაღში სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი 10 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით შეჩერდება, ამის მიზეზი დავით აღმაშენებლის გამზირზე პროექტ „ახალი თბილისის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

რაც შეეხება №95 ბაღს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი აქ 14 მარტიდან 28 მარტის ჩართვლით შეჩერდება, რადგან თბილისის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ შენობის ენერგოგაუმჯობესების ხელშემწყობ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ატარებს.

აღნიშნული ბაღების აღსაზრდელების მშობლებს საშუალება ექნებათ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვი ახლომდებარე ბაღებში მიიყვანონ, რასაც ბაღის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიგიგლა ბარამიძე: შესაძლოა, „ქართული ოცნება“ არჩევნებში ასეთი სახით არ წარდგეს
შემდეგი სტატიაBBC: კიბო მალე ერთი ჩხვლეტით დამარცხდება