თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსებული საინფორმაციო ტაბლოები ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა

თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსებულ საინფორმაციო ტაბლოებზე, რომლებზეც ავტობუსის მარშრუტის ნომრებია ასახული, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. აღნიშნული ხარვეზის გამო, ტაბლოები არის გამორთული.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების, ასევე, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც ავტობუსების ტაბლოების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ, ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – ისეთი ბავშვური რაღაცები მესმის ოპოზიციიდან, რომ გაოცებული ვარ
შემდეგი სტატიაპროკურატურამ 14 წელს მიუღწეველი გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დედას ბრალდება წარუდგინა