თბილისის მეტროპოლიტენში შესაძლოა მასშტაბური გაფიცვა დაიწყოს

თბილისის მეტროპოლიტენში შესაძლოა მასშტაბური გაფიცვა დაიწყოს. 250 მემანქანე ხელფასის მომატებას ითხოვს.
მერიას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ვადა სამშაბათამდე აქვს. ვიდრე მუნიციპალიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, დასაქმებულების მოთხოვნები ვიცე მერმა, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებმა და ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორმა მოისმინეს.
„მძიმე შეხვედრა იყო, იყო სამუშაო შეხვედრაც ვფიქრობ მერია ფიქრობს ჩვენს შეთავაზებულ წინადადებაზე, მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა“- განაცხადა მეტროპოლიტენის მემანქანემ რატი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, დაესწრებიან თუ არა “ქართულ ოცნებაში” დღევანდელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთის სამეფო თბილისში საელჩოს გახსნის