არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, დაესწრებიან თუ არა “ქართულ ოცნებაში” დღევანდელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, “ქართულ ოცნებაში” დღეს დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, აღნიშნულ შეხვედრას ფრაქციების, კომიტეტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერატი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრებიან.

კ​ითხვაზე, დაესწრებიან თუ არა სხდომას ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი, თალაკვაძე პასუხობს, რომ შეხვედრის დეტალებზე კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

“ვინ დაესწრება, ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ამაზე შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ”, – დასძინა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : დღევანდელი შეხვედრის მიზანი პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და ყრილობისთვის მზადებაა
შემდეგი სტატიათბილისის მეტროპოლიტენში შესაძლოა მასშტაბური გაფიცვა დაიწყოს