“თბილისის მერის გადადგომა გარდაუვალია, ივანიშვილს ნარმანიას ხსენება აღარ უნდა”

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას გადაგომა გარდაუვალია. ამასთან დაკავშირებით არეშიძემ გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა:
„დავით ნარმანიას გადადგომა გარდაუვალია. ეს პროცესი გავრცელდება დედაქალაქის ხელმძღვანელობაშიც. “ოცნების” ლიდერები უკმაყოფილო არიან ნარმანიას მუშაობით. ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის აგრესია, აღარაფერს ვამბობ ივანიშვილზე, რომელსაც ნარმანიას ხსენება აღარ უნდა, ისეა გაღიზიანებული. ასე რომ მერის შეცვლა გარდაუვალია, რადგან ეს საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ ვიხილავთ გადადგომების მორიგ სერიას, ოღონდ ახალი წლის შემდეგ.” – აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ირაკლი არ მიდის მთლიანად პოლიტიკიდან, რჩება გუნდში
შემდეგი სტატია“გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ჩამოსაყალიბებლად ორი დღე ითხოვა”